მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-9 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტ ტკბილეულს და შოკოლადს მოიხმარენ

6086c453ea811
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.21 00:30
1831
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ტკბილეულს და შოკოლადს მოიხმარენ.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ანალიტიკურმა პლატფორმამ 2020 – 2021 წლის განმავლობაში ჩაატარა, მონაწილეობა 66 ქვეყანამ მიიღო. გამოკითხული ქვეყნებიდან ტკბილეულის სიყვარულით გერმანია გამოირჩევა. გამოკითხული რესპოდენტების 61% აცხადებს, რომ რეგულარულად მიირთმევენ ტკბილეულს.

გერმანიის შემდეგ მეორე ადგილს რუსეთი და დიდი ბრიტანეთი ინაწილებენ 60-60%-ით, ხოლო მესამე ადგილზეა თურქეთი 59%-ით.

TOP-9 ქვეყანა სადაც ტკბილეულს და შოკოლადს ყველაზე მეტი ადამიანი მოიხმარს ხშირად, შემდეგია:

1. გერმანია - 61%
2. რუსეთი/დიდი ბრიტანეთი - 60%
3. თურქეთი - 59%
4. აშშ - 50%
5. ესპანეთი - 49%
6. საფრანგეთი - 43%
7. იაპონია - 40%
8. ჩინეთი - 30%
9. ჩრდილოეთ კორეა 19%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები