მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-9 ქვეყანა, საიდანაც Pandora Papers-ში ყველაზე მეტი პოლიტიკოსი მოხვდა

615c4c079193d
ნათია თაქთაქიშვილი
06.10.21 00:30
892
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, საიდანაც ყველაზე მეტი პოლიტიკოსი მოხვდა Pandora Papers-ში. აღნიშნული გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) ბრიტანულ Guardian-თან და BBC-ისთან ერთად შეადგინა.

ანალიტიკური პლატფორმა იუწყება, რომ დოკუმენტებში მოხვდა 336-მდე მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერის, პოლიტიკოსის და მილიარდერის საიდუმლო გარიგებები და ქონება, რომელთა უმეტესობაც უკრაინიდან და რუსეთიდანაა.

Statista-ს ცნობით, Top-9-ის ჩამონათვალს სათავეში უკრაინა უდგას, საიდანაც Pandora Papers-ში 38 პოლიტიკოსის დაფარული ქონება მოხვდა, მას მეორე ადგილზე მოსდევს რუსეთი - 19 ჩრდილოვანი პოლიტიკოსით. ასევე TOP-9-ში მოხვდა ლათინური ამერიკა და აფრიკის ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი არის ერთადერთი ევროპული სახელმწიფო, რომელიც TOP-9-ში მე-7 ადგილს იკავებს.

TOP-9 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი პოლიტიკოსი მოხვდა Pandora Papers-ში

1. უკარინა - 38 პოლიტიკოსი
2. რუსეთი - 19 პოლიტიკოსი
3. არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 11 პოლიტიკოსი
4. ჰონდურასი - 11 პოლიტიკოსი
5. კოლუმბია - 11 პოლიტიკოსი
6. ნიგერია - 10 პილიტიკოსი
7. დიდი ბრიტანეთი - 9 პოლიტიკოსი
8. ბრაზილია - 9 პოლიტიკოსი
9. ანგოლა - 9 პოლიტიკოსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები