იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მცურავი სავალუტო რეჟიმი მოქმედებს და ეს ლამის ერთადერთი სწორი სავალუტო რეგულირების სისტემაა, გამოწვევად რჩება სავალუტო რყევების გადაზღვევა სხვადასხვა სერვისებითა და პროდუქტებით, რაც საქართველოში სამწუხაროდ ძვირიც, და შესაბამისად ხელმიუწვდომელია. სახელმწიფო აპირებს დააინიციროს ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო და სხვა სახის ინიციატივები. აქედან გამომდინარე, გვინდა იცოდეთ, თუ რომელი ვალუტები რჩება მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადად და როგორია ტენდენციები მსოფლიოში.