2024 წლის მარტში ლიბერთიმ რე ბანკის პროდუქტი ტოპ ქარდი და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. შესაბამისად, ლიბერთის სისტემაში ტოპ ქარდის ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდა და წარმატებითაც დასრულდა. შედეგად, მომხმარებლების არსებული აქტიური ანგარიშები ავტომატურად ხელმისაწვდომი გახდა ლიბერთიში და უცვლელი დარჩა, როგორც დამტკიცებული ლიმიტები, ასევე პროდუქტის პირობები. აქ არ გაჩერდა ლიბერთის გუნდი და დამატებით სიახლე - ციფრული ტოპ ქარდი შესთავაზა მომხმარებლებს და ბარათის განახლება ციფრულ ფორმატშიც გახდა შესაძლებელი. როგორ აფასებენ ლიბერთი ბანკში, უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე ასეთ სტრატეგიულ ნაბიჯს და რა შედეგებზე შეგვიძლია დღეს საუბარი?
სტუმარი: დავით სულუაშვილი - ლიბერთის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;