მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავარ გამოწვევებს ასახელებს

5b6944c683bba
დავით ჯალაღონია
07.08.18 11:05
603
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის შეფასებით, რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სოფლებში მძიმე სოციალური ფონია.

"როცა ვსაუბრობთ ინკლუზიურ განვითარებაზე, ვგულისხმობთ, რომ ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის იმ ნაწილის მაქსიმალური ჩართვა უნდა ვუზრუნველყოთ, რომელიც თავის თავზე და ოჯახზე ვერ იგრძნობს იმ შედეგებს, რაც ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ქვეყანაში გვაქვს", - აღნიშნა მან bm.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა და შემდეგ ამ განათლებული ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა ყველა იმ პროცესში, რომელიც რეგიონშია.

„განათლების ხარისხის ნაწილში გვექნება ინიციატივები და ხარისხი ეტაპობრივად უფრო და უფრო უნდა გაუმჯობესდეს. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ საზღვარგარეთ განათლება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ამ ნაწილშიც იქნება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა. ჩვენ გვჭირდება სამუშაო ძალა, რომელიც კონკურენტული და კომპეტენტურია კონკრეტული სეგმენტების ასათვისებლად", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები