აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბათუმის მერია ქალაქგეგმარებით საკითხებზე მუშაობს.
"ჩვენც გვექნება ქალაქის სიღრმისეული განაშენიანების გეგმა, რომელსაც მუნიციპალიტეტი მიიღებს საბოლოოდ და შემდეგ უკვე გაცილებით ეფექტურად შეგვეძლება განაშენიანების ნაწილში გადაწყვეტილებების მიღება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ bm.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ბათუმის განაშენიანების გეგმისთვის მერია ტექნიკურ დავალებას ამუშავებს, დოკუმენტის შექმნას კი დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

























