მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

5ceaa73fd2afe
ანუკა ჯოხაძე
26.05.19 19:40
1715
2019 წლის პირველი 4 თვის მონაცემებით, აჭარის რეგიონში ნახევარ მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. განსაკუთრებული ზრდა კი ბათუმის აეროპორტში დაფიქსირდა. აეროპორტმა ავიაგადაზიდვების 42%-იანი ზრდა აჩვენა.

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარა ტურისტების რაოდენობის მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, BM.GE არსებული აეროპორტის გაფართოების და ახალი აეროპორტის შესაძლო მშენებლობის თემითაც დაინტერესდა.

აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც მიიღება სტრატეგიული გადაწყვეტილება, როგორც გაფართოებაზე, ისე ახალი აეროპორტის შესაძლო მშენებლობაზე. მისი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება წლის ბოლომდე მიღებული იქნება.

"ჩვენ ახლა ვართ უკვე იმ ეტაპზე, როცა ძალიან მალე გვეცოდინება და როგორც აღვნიშნე მივიღებთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ზოგადად, აჭარაში და გურიაში აეროპორტების განვითარებასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე ეს გადაწყვეტილება გეცოდინებათ თქვენც", - ამბობს აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები