მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე ზირაქიშვილი: დიაგონალური კუმულაცია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა

6173d36bd7889
ლიკა გურაბანიძე
25.10.21 09:55
1086

“დიაგონალური კუმულაცია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა", - ამის შესახებ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა "FORBES კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. “დიაგონალური კუმულაცია” ოფიციალურად ამოქმედდა, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი. დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებული პროფუქცია ევროპის ბაზარზე ყოველგვარი გადასახადის გარეშე მოხვდება.

“თურქეთიდან შემოტანილი ნედლეული, შესაძლოა, განიხილებოდეს, როგორც ქართული ნედლეული და Made in Georgia-ს პროდუქციის ბრენდის ქვეშ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს. დიაგონალური კუმულაცია ცხადია კარგი წახალისებაა ტექსტილის, ელექტრონაწილების და ავეჯის წარმოების მიმართულებით", - ამბობს თორნიკე ზირაქიშვილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები