მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტორპედო ქუთაისი" ელექტრონულ აუქციონზე განახევრებული ფასით გამოვა

592ed4a53e1d9
სალომე მეცხვარიშვილი
01.06.17 10:06
1915
საფეხბურთო კლუბი "ტორპედო ქუთაისი" ელექტრონულ აუქციონზე განახევრებული ფასით გამოვა. მას შემდეგ, რაც ქუთასის მერიამ პირველ აუქციონზე საფეხბურთო კლუბი ვერ გაყიდა, საკრებულომ თანხის განახევრების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც "საქმის კურსს" ქუთაისის მერიაში განუცხადეს, საკრებულომ ქუთასის მერიას თანხმობა მისცა, კლუბი იმის ნახევარ ფასში გაყიდოს, რაც პირველ აუქციონზე იყო შემოთავაზებული.

ჩაშლილ აუქციონზე "ტორპედოს" ფასი 585 412 ლარი იყო, შესაბამისად, ახალ აუქციონზე საწყისი ფასი 292 ათასი ლარი იქნება. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შემდეგი აუქციონი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

პირველ ჯერზე გამოცხადებული აუქციონის პირობებით, შემსყიდველს ევალებოდა "საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის" განვითარებისათვის ყოველწლიურად არანაკლებ 1,5 მლნ. ლარის ინვესტირება.

2017 წლის ვალდებულება, მიუხედავად არასრული კალენდარული წლისა, სრულად უნდა შესრულებულიყო 2018 წლის 1 იანვრამდე რაც გულისხმობდა, მყიდველის მიერ 500 000 ლარის პირდაპირი გზით ინვენსტირებას, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხებისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები