იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი Toshiba ოფიციალურად გაიყიდა, მისი მფლობელი კერძო საინვესტიციო ფონდი, Japan Industrial Partners Group-ი გახდა, რომელმაც საერთო ჯამში 14 მილიარდი დოლარი გადაიხადა.
ამ 148-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის შეძენით JIP Group-მა თავისი ინდუსტრიული პორტფელი მნიშვნელოვნად გააფართოვა. ექსპერტების შეფასებით, კერძო საკუთრებაში გადასვლით Toshiba-ს გარშემო არსებული ვითარება დასტაბილურება და იაპონური კომპანია მდგრადად შეძლებს განვითარებას.Toshiba-ს გაყიდვის მიზეზი მისი მფლობელობის სტრუქტურას უკავშირდებოდა. იაპონიის მთავრობა მოითხოვდა, რომ მისი აქციები უცხოელ ინვესტორებზე არ გასხვისებულიყო, რადგან Toshiba ბირთვული ენერგიის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, რომელიც იაპონიის მასშტაბით მილიარდობით დოლარის სტრატეგიულ აქტივებს ფლობს.
ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის ამ დავამ Toshiba-ს განვითარება შეზღუდა, ტექნოლოგიური სექტორი კი ჩამორჩენას არავის პატიობს. საბოლოო ჯამში, კომპანიის პრივატიზაცია ერთადერთ ლოგიკურ გამოსავლად იქცა. ეს $14-მილიარდიანი შეთანხმება წელს აზიის რეგიონში რეგისტრირებული უმსხვილესი გარიგებაა და ის Toshiba-სთვის იმედის ნაპერწკალს წარმოადგენს.