მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toshiba-ს მრჩეველთა საბჭოში პოსტსაბჭოთა სივრციდან ერთადერთი წარმომადგენელი - ანუკა ხურციძე აირჩიეს

ანუკა ხურციძე
09.08.24 15:26
1154

Softmaster Trade-ის რითეილ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანუკა ხურციძე, 19 ივნისს ამსტერდამში, იაპონური ტექნოლოგიური გიგანტის Toshiba-ს პარტნიორთა მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს. ანუკა ერთადერთი ქალი და ასევე ერთადერთი წარმომადგენელია სრულიად პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც Toshiba-ს მრჩეველთა საბჭოში იქნება.

Toshiba-ს მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად სხვადასხვა მეგაპოლისში იკრიბება, რომელსაც კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯმენტი ესწრება. პარტნიორთა მრჩეველთა საბჭოს შეხვედრებზე განიხილება კომპანიის სტრატეგიის ცვლილებები და სამომავლო გეგმები.

„ის ფაქტი, რომ Toshiba-ს პარტნიორთა მრჩეველთა საბჭოში პოსტსაბჭოთა სივრციდან ერთადერთი ქვეყანა ვართ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს – საქართველო ვაქციოთ ინოვაციების ტექნოლოგიურ ჰაბად და მიზიდულობის ცენტრად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რუსეთის გამოკლებით. ჩვენი პარტნიორთა საბჭოში წევრობა, Toshiba-ს საშუალებას მისცემს, მათი საერთაშორისო გამოცდილება და უახლესი ტენდენციები ჩვენს რეგიონში განახორციელოს, რითაც ხელს შევუწყობთ რეგიონის ტექნოლოგიურ განვითარებას.

ამჟამად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ტექნოლოგიურ ჰაბს წარმოადგენს აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთისთვის, და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც შეუერთდებიან ამ სიას,“ – განაცხადა ანუკა ხურციძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები