რამდენიმესაათიანი გახსნის შემდეგ, გუდაური-კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა კვლავ შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ყინვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.