მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თოვლი, ქარბუქი, ლიპყინული... - დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 27 თებერვლამდე შენარჩუნდება

საქართველო

დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 27 თებერვლამდე შენარჩუნდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი)", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები