მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით იზღუდება

აბანო-ომალი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლის და ლიპყინულის გამო დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე.

რაც შეეხება გზის კმ1-კმ21 მონაკვეთს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთში თავისუფლად ხორციელდება.

დეპარტამენტი წერს, რომ

შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მძღოლებს რეკომენდაცია ეძლევათ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ გადაადგილებისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები