მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tower Group ბათუმის სანაპირო ზოლის განვითარების ეპიცენტრში ახალ მასშტაბურ პროექტს - Panorama Del Mare-ს იწყებს

Tower Group
24.09.26 12:23
298

ბათუმის უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორში ახალი ეტაპი იწყება. დეველოპერული კომპანია Tower Group ბათუმის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად ნაწილში ახალ მასშტაბურ პროექტს - Panorama Del Mare-ს იწყებს.

პროექტთან ერთად ოფიციალურად იწყება საინვესტიციო აპარტამენტების წინასწარი გაყიდვებიც, რაც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, პროექტში საწყის ეტაპზე შევიდნენ და უძრავი ქონება წინასწარი გაყიდვის, ანუ საუკეთესო პირობებით შეიძინონ.

Panorama Del Mare წარმოადგენს Panorama City-ის ეკოსისტემის ახალ არქიტექტურულ პროექტს. Panorama City იქმნება როგორც ერთიანი ტურისტული, საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, სადაც სამი განსხვავებული პროექტი - Panorama Batumi, Grand Central და Panorama Del Mare - ერთმანეთს ფუნქციურად ავსებს.

ამ მასშტაბურ კონცეფციაში Panorama Del Mare პრემიუმ კლასის საინვესტიციო პროექტის როლს ასრულებს. მისი მთავარი უპირატესობები აერთიანებს სტრატეგიულ ლოკაციას, თანამედროვე არქიტექტურას, მრავალფეროვან შიდა ინფრასტრუქტურასა და სტუმარზე ორიენტირებულ მაღალი კლასის გამოცდილებას.

აპარტამენტების მფლობელებს ექნებათ წვდომა როგორც ბათუმის ხელოვნური კუნძულის ინფრასტრუქტურაზე, ასევე Panorama City-ის უკვე არსებულ პროექტ Panorama-ზე, სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და მაღალი კლასის სამორინე განთავსდება.

შესაბამისად, ინვესტორი ყიდულობს არა მხოლოდ ცალკეულ აპარტამენტს, არამედ იღებს წვდომას მრავალფუნქციურ ტურისტულ, გასართობ და დასასვენებელ გარემოზე.

49-სართულიანი არქიტექტურა და ფუნქციური დაგეგმარება

Panorama Del Mare 49-სართულიანი მრავალფუნქციური პროექტია, სადაც თითოეულ ზონას კონკრეტული დანიშნულება აქვს:

- პირველ სართულზე განთავსდება თანამედროვე კომერციული სივრცეები და ლობი;

- მე-2-დან მე-5 სართულის ჩათვლით მოეწყობა საპარკინგე სივრცეები. პროექტში ასევე გათვალისწინებულია მიწისქვეშა პარკინგი;

- საინვესტიციო აპარტამენტები განთავსდება მე-6-დან 28-ე სართულამდე და 31-ე სართულიდან 48-ე სართულის ჩათვლით;

- 29-ე და 30-ე სართულები მთლიანად დაეთმობა შიდა ინფრასტრუქტურას, სადაც მოეწყობა დახურული აუზი, SPA ცენტრი, თანამედროვე ფიტნეს დარბაზი, საუნა, კაფე და რესტორანი.

ინფრასტრუქტურა პროექტს წლის ნებისმიერ სეზონზე სრულფასოვანი დასვენებისა და განთავსების შესაძლებლობას აძლევს და მის ტურისტულ მიმზიდველობას ზრდის.

Panorama Del Mare-ს არქიტექტურული სილუეტი განსაკუთრებით გამორჩეულია ზედა ნაწილში არსებული შეჭრილი მოცულობებით, რაც შენობას ინდივიდუალურ ვიზუალურ იდენტობას ანიჭებს.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული სივრცე შენობის სახურავზე დაგეგმილი Rooftop ზონა იქნება, სადაც განთავსდება ღია Infinity Pool და Sky Bar.

შენობის უმაღლესი წერტილიდან იშლება შავი ზღვის, ქალაქისა და ბათუმის ხელოვნური კუნძულის პანორამული ხედები, რაც სივრცეს მაღალი კლასის სასტუმროს ტიპის დასასვენებელ გამოცდილებას აძლევს.

სტრატეგიული მდებარეობა ბათუმის განვითარების ეპიცენტრში

Panorama Del Mare შენდება ბათუმის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურად განვითარებად ნაწილში, Panorama City-ს ეკოსისტემაში, უშუალოდ ხელოვნური კუნძულის მიმდებარედ.

ზღვა და ხელოვნური კუნძული პროექტის წინა მხარეს მდებარეობს, რის შედეგადაც შენობიდან იშლება ფართო პანორამული ხედები შავ ზღვაზე, სანაპიროსა და კუნძულის ახალ ურბანულ სივრცეებზე.

ლოკაცია Panorama Del Mare-ს საინვესტიციო კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ტერიტორია, სადაც პროექტი ვითარდება, ეტაპობრივად ყალიბდება ბათუმის ახალი ტურისტული და ურბანული განვითარების ცენტრად, ხოლო ხელოვნური კუნძულის განვითარება მომავალში ამ ლოკაციის ფუნქციურ მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის.

სტაბილური დატვირთვა წლის ნებისმიერ სეზონზე

კლასიკური ტურისტული სეგმენტის გარდა, Panorama Del Mare ორიენტირებულია თანამედროვე ბიზნეს-მოგზაურებსა და დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებზე. პროექტში გათვალისწინებულია ბიზნეს ლაუნჯი, კოვორქინგ სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი საქმიანი შეხვედრებისთვის.

ეს ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს პროექტს, მოიზიდოს სტუმრები, რომლებიც ბათუმში უფრო ხანგრძლივი პერიოდით რჩებიან. წინასწარი გაყიდვების ეტაპის ოფიციალური დაწყება ინვესტორებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, შევიდნენ პროექტში, რომელიც ქონების ღირებულების მაღალ ზრდასა და სტაბილურ საიჯარო შემოსავალს უზრუნველყოფს.

Panorama Del Mare ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ადგენს ახალ სტანდარტს, სადაც არქიტექტურა, ლოკაცია და მრავალფუნქციური სერვისები ერთიან საინვესტიციო პროდუქტს ქმნის.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები