მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Toyota 2.43 მილიონ ჰიბრუდულ ავტომობილს გაიწვევს ბაზრიდან

5bbc8b1f2ba19
ლევან თაღიაშვილი
09.10.18 15:01
958
Toyota აპირებს 2 მილიონ 430 000 ჰიბრიდული ავტომობილის დაბრუნებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიამ განაცხადა, რომ ავტომობილებს პრობლემა ძირითადად ძრავთან აქვთ და არის შემთხვევები, როდესაც მანქანები მსვლელობის დროს უბრალოდ ჩერდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს მუხრუჭები მაინც მუშაობს, არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევის სერიოზული რისკი, სწორედ ამიტომ მიიღო კომპანიამ არსებული გადაწყვეტილება. Toyota აცხადებს, რომ პროგრამულ უზრუნველყოფას და ავტომობილების შეკეთებას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს. გაწვევა შეეხება 1 მილიონ 250 000 ავტომობილს იაპონიაში, 807 000 ავტომობილს ამერიკაში, 290,000-ს ევროპაში 3000-ს კი ჩინეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები