იაპონური ავტომწარმოებელი გიგანტი Toyota ბრაზილიაში 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული თანხა ახალი ქარხნის მშენებლობას მოხმარდება, რომელიც ჰიბრიდული ავტომობილების გამოშვებაზე იქნება ორიენტირებულია.
Toyota იმ იშვიათ ავტომწარმოებელთა შორისაა, რომელიც ინვესტიციას არა ელექტრომობილების წარმოების, არამედ ჰიბრიდული ავტომობილების მიმართულებით აბანდებს, რადგან კომპანიის ხელმძღვანელს, აკიო ტოიოდას მტკიცედ სჯერა, რომ მომავალი ჰიბრიდული იქნება და არც ელექტრო.
ახალი ქარხანა, სავარაუდოდ, 2,000 ადამიანს დაასაქმებს და ის კომპანიას სამხრეთ ამერიკის ბაზარზე გაფართოების საშუალებას მისცემს.