იაპონური საავტომობილო კორპორაცია Toyota Motor მსოფლიო ბაზრიდან დაახლოებით 2.9 მილიონი ავტომობილს გაიყვანს, რისი მიზეზიც კომპანია Takata-ს მიერ წარმოებული უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი დამცავი ბალიშებია. Reuters-ის ცნობით, ბაზრის დატოვება შეეხება სედანს Toyota Corolla E120, E130, E140 и E150 და ასევე კროსოვერს Toyota RAV4.
როგორც მწარმოებელი ვარაუდობს, ავტომობილის აღნიშნულ მოდელებში შესაძლოა გაუმართავი და დეფექტური უსაფრთხოების ბალიშები იყოს. დაახლოებით 750 ათასი ავტომობილი გავა იაპონიის ბაზრიდან, 650 ათასი - ჩინეთიდან და 1.16 მილიონი კი ახლო აღმოსავლეთიდან.

























