მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota Uber-ში $500 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

5b85176685a95
BM.GE
28.08.18 13:34
1154
იაპონური ავტომწარმოებელი Toyota მზად არის Uber-თან ერთად თვითმართვადი ავტომობილის პროექტში 500 მილიონი დოლარი ჩადოს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება უპილოტო ავტომანქანების „მასობრივ წარმოებას“ შეუწყობს ხელს.

Uber თვითმართვადი სისტემის დამონტაჟებას Toyota Sienna-ს მინივენებში აპირებს და მის გამოცდას 2021 წელს გეგმავს.

„ეს შეთანხმება და ინვესტიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი კომპანიებისთვის, რომ უფრო მობილურებად ჩამოვყალიბდეთ“,- აცხადებს „ტოიოტას“ წარმომადგენელი.

CNN Money, აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ავტომწარმოებლები და ტექნოლოგიური კომპანიები უფროდაუფრო აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რათა საკუთარი ადგილი დაიკავონ მომავალში, კონკრეტულად კი თვითმართვადი ავტომობილების ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები