მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Toyota უპილოტო ავტომობილების შექმნაზე $100 მილიონ დოლარს დახარჯავს

5ccbe17faefb0
მიხეილ ხაჩიძე
03.05.19 11:00
616
Toyota უპილოტო მართვისა და რობოტულ ტექნოლოგიებში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. იაპონურ ავტოკონცერნში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უპილოტო ტექნოლოგიების განვითარებას ემსახურება.

როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, Toyota-მ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 19 სხვადასხვა სტარტაპი დააფინანსა. ინვესტიციის მოცულობა მთლიანობაში 200 მილიონი დოლარი იყო.

შეგასხენებთ, რომ Toyota პირველი ავტომწარმოებელი არ არის, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, ჯერ კიდევ თებერვალში BMW-მ და Daimler-მა უპილოტო ტექნოლოგიის განვითარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განაცხადეს.

აპრილის დასაწისში კი, Ford-ში განაცხადეს, რომ 2019 წლის ბოლოსთის კომპანია უპილოტო ავტომობილს წარადგენს. დღეს ამ ბაზარის ლიდერია ამერიკული კომპანია Telsa, რომლის CEO-მ ილონ მასკმა რამდენიმე დღის წინ კომპანიის მიერ ავტონომიური მართვისთვის შექმნილი ახალი ჩიპი წარადგინა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები