მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TP საქართველო 10 წლისაა – წარმატების, ზრდისა და ადამიანებზე ზრუნვის ათწლეული

TP საქართველო 10 წლისაა – წარმატების, ზრდისა და ადამიანებზე ზრუნვის ათწლეული
01.10.26 17:00
• 144

TP საქართველო 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. უკვე 10 წელია, კომპანია საქართველოში ოპერირებს, ქმნის კარიერულ შესაძლებლობებს, ავითარებს ადგილობრივ ტალანტებს და მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისთვის მაღალი ხარისხის ბიზნეს სერვისებს უზრუნველყოფს.

TP ციფრული ბიზნეს სერვისების ინდუსტრიაში მსოფლიოს #1 ლიდერი კომპანიაა. ათწლეულების განმავლობაში ის მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო გამოცდილების შექმნაში ეხმარება. კომპანია 95 ქვეყანაში ოპერირებს, 500 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს და 170-ზე მეტ ბაზარზე სხვადასხვა ინდუსტრიის პარტნიორებს ემსახურება, მათ შორის საბანკო და საფინანსო, ენერგეტიკის, მედიის, ჯანდაცვის, ტელეკომუნიკაციების, ელექტრონული კომერციისა და ავტოინდუსტრიის სექტორებში.

საქართველოს ბაზარზე კომპანია 2016 წელს გამოჩნდა, ოპერირება კი, ერთი ბიზნესითა და 150 თანამშრომლით დაიწყო. 2024 წლამდე მეიჯერელ საქართველოს სახელით ცნობილი კომპანია დღეს უკვე TP-ს გლობალური ბრენდის ნაწილია. ამ ცვლილებამ ადგილობრივ გუნდს კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო შესაძლებლობები და გამოცდილება შესძინა.

10 წლის განმავლობაში TP საქართველომ განვითარების შთამბეჭდავი გზა გაიარა. დღეს თბილისისა და ქუთაისის ოთხ ოფისში 2 000-მდე ადამიანია დასაქმებული, კომპანია კი, 12 საერთაშორისო ბიზნესკლიენტს ემსახურება. პარტნიორები ისეთი მრავალფეროვანი სფეროების ლიდერები არიან, როგორებიცაა ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, სოციალური მედია, ავტოინდუსტრია და ტექნოლოგიები. მათ შორის არიან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინ სამოგზაურო პლატფორმა – Booking.com და გერმანული ავიახაზები Condor. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ახლახანს შეურთდა ახალი კლიენტიც - Volkswagen FS-იც, რომელმაც ახალი კარიერული და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობები გააჩინა.

კომპანიის წარმატების მთავარი საფუძველი ადამიანები არიან. სწორედ ამიტომ, თანამშრომლებზე ზრუნვა, პროფესიული განვითარება და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნა TP საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები საერთაშორისო აღიარებითაც დასტურდება – კომპანია უკვე რამდენიმე წელია, Great Place to Work-ის პრესტიჟულ სერტიფიკატს ფლობს, ხოლო „მელიორა 2023“-ის ფარგლებში წლის პასუხისმგებლობიან დამსაქმებლად დასახელდა.

"10 წლის იუბილე კომპანიასთან ერთად ძალიან ამაღელვებელია, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. 2016 წელს, ლოკალურ ბაზარზე კომპანიის შემოსვლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყო, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და უსაზღვრო კარიერული შესაძლებლობები მოჰყვა.

ჩვენი კომპანიის წარმატება იმ საოცრად ნიჭიერი ადამიანების დამსახურებაა, რომელთა გუნდის წევრობაც ჩემთვის დიდი პატივია. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო დაუვიწყარი მოგონებებისა და ერთად განვლილი პერიოდისათვის, წარმატებისათვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ და დახმარებისთვის, რომელიც გამოწვევებით სავსე პერიოდებში მათგან მივიღეთ. ვულოცავ გუნდს და მჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატებული, ნაყოფიერი წელია!" — თქვა ნათია გობეჯიშვილმა, TP საქართველოს ოპერაციების ვიცე პრეზიდენტმა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში TP საქართველომ არაერთი პროფესიონალის კარიერულ განვითარებაში შეასრულა მნიშვნელოვანი როლი. კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, საერთაშორისო გარემოში იმუშაონ, მრავალენოვან გუნდში უნარები განავითარონ და კარიერული გზა სტაბილურ გარემოში დაგეგმონ.

10 წლის იუბილე TP საქართველოსთვის უბრალოდ მნიშვნელოვანი თარიღი არ არის – ეს იმ ადამიანების, პარტნიორებისა და საერთო წარმატების აღნიშვნაა, რომლებმაც ამ ათწლეულის განმავლობაში კომპანიის ისტორია შექმნეს. დღეს TP აგრძელებს ზრდას, ახალი შესაძლებლობების შეთავაზებასა და საქართველოს, როგორც საერთაშორისო ბიზნესსერვისების მნიშვნელოვანი ჰაბის, კიდევ უფრო გაძლიერებას.

"ცოტა ხნის წინ მკითხეს, თუ რა არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩემს პროფესიულ კარიერაში — HR-ის სფეროში 30-წლიანი გამოცდილების შემდეგ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს არის გუნდი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. სწორედ ეს ადამიანები არიან იმის საუკეთესო მაგალითი, რომ რა გამოწვევების წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეს კომპანია (და ამის არაერთი გამოცდილება გვქონდა), ყველაფერი დაძლევადია, თუ გუნდის წევრების სულისკვეთება და ღირებულებები თანხვედრაშია." — თქვა თეა რომანოვამ, TP საქართველოს HR დირექტორმა.

10 წლის იუბილეს აღსანიშნავად TP საქართველომ სპეციალური საიუბილეო კამპანია შექმნა, რომელიც კომპანიის მთავარი ღირებულების – თანამშრომლების მიმართ მადლიერების გამოხატვას ისახავს მიზნად. კამპანიის მთავარი გმირები ის კოლეგები არიან, რომლებმაც TP საქართველოს გუნდში 10 წელი გაატარეს და საკუთარი პროფესიონალიზმითა და ერთგულებით კომპანიის განვითარების ისტორია შექმნეს.

“როდესაც 10 წლის წინ „მეიჯერელში“, მომხმარებელთა მომსახურების ექსპერტის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა, კომპანიაში დიდხანს დარჩენას არ ვგეგმავდი; თუმცა, თავიდანვე მივხვდი, რომ ჩვენ ვქმნიდით რაღაც განსაკუთრებულსა და მნიშვნელოვანს, რითაც ერთ დღეს ვიამაყებდით. დღეს 2000-მდე თანამშრომელი TP საქართველოს საკუთარ სამუშაო ადგილად, ხანდახან კი — მეორე სახლად მიიჩნევს. ჩემთვის დიდი პატივია იმ ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მუშაობა, რომლებმაც TP-სა და მთლიანად საქართველოსთვის წარმატების ხანგრძლივი ისტორია შექმნეს. ასევე, მოუთმენლად ველი იმ წარმატებებსა და დაუვიწყარ მომენტებს, რომლებსაც ჩვენს გუნდს მომდევნო 10 წელი მოუტანს!” — თქვა ლაშა ჭანკვეტაძემ, TP საქართველოს ოპერაციების ვიცე პრეზიდენტმა.

TP საქართველოს მიმდინარე ვაკანსიებისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები