მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TPU: ჩვენ გვჭირდება ბიზნესკონტაქტი ისეთი, როგორიც იყო ის დღიდან შექმნისა

57502e6c7f709
BM.GE
02.06.16 17:01
1325
გადასახადის გადამხდელთა კავშირი დიდი ყურადღებით აკვირდება ტ/კ მაესტროში მიმდინარე მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს გიორგი ისაკაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
 
"ბუნებრივია, არ გვსურს ჩავერიოთ კერძო კომპანიის შიდა საქმეებში, თუმცა "ბიზნესკონტაქტში“ განხორციელებული ცვლილებები ვერ განიხილება მედიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისგან განყენებულად და მხოლოდ ტელეკომპანიის შიდა საქმედ.

იმედი გვაქვს, რომ ტ/კ მაესტროს ხელმძღვანელობა გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, არ დააზარალებს „ბიზნესკონტაქტის“ ჯგუფს და ასევე არ მიაყენებს ზიანს საკუთარ იმიჯს. ყველა სხვა ქმედება აღქმული იქნება თავისუფალი მედიის და ბიზნესისთვის მეტად მნიშვნელოვანი ტრიბუნის შეზღუდვად, რომლის დახმარებით კერძო სექტორის არაერთი პრობლემა მოგვარდა. ჩვენ გვჭირდება ბიზნესკონტაქტი ისეთი, როგორიც იყო ის დღიდან შექმნისა და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მის შემოქმედებით ჯგუფს”, - ნათქვამია გადასახადების გადამხდელთა კავშირის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები