მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე" - გერტ იან კოპმანი

კოპმანი

„თქვენი თავდადება, თქვენი სწრაფვა და საქართველოს ევროპული კუთვნილების მიმართ თქვენი მტკიცე რწმენა არის ის რეალური რესურსი და საშუალება, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის შემდგომ წინსვლას“, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, გერტ იან კოპმანმა „ელჩების კონფერენცია 2023“-ისთვის ჩაწერილ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების შესრულების კუთხით, დიპლომატებს მართლაც უდიდესი მისია აკისრიათ, და ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია, მნიშვნელოვანწილად სწორედ ქართული დიპლომატიის დამსახურებაა.

„თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე. როგორც ელჩები, თქვენ საკვანძო როლს ასრულებთ ევროპის დედაქალაქებში საქართველოს მისწრაფებების გაჟღერების თვალსაზრისით, რაც არა მხოლოდ თქვენი ხელისუფლების, არამედ ხალხის სურვილიცაა. კანდიდატ ქვეყნად პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, თქვენ გსურთ მეტი წინსვლა", - განაცხადა გერტ იან კოპმანმა.

როგორც მან აღნიშნა, კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ახალი წელი საქართველოს კიდევ უფრო მეტ წინსვლასა და შესაძლებლობებს მოუტანს.

26-28 დეკემბერს თბილისში „ელჩების კონფერენცია 2023 – საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" იმართება. საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები