მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თქვენ ვერ შეძლებთ სრულფასოვანი ტექნოლოგიური ინსტიტუტის ამოქმედებას, თუკი არ იარსებებს კონკრეტული ინსტრუმენტები"

5742f5127d287
BM.GE
23.05.16 16:16
1416
"თქვენ ვერ შეძლებთ სრულფასოვანი ტექნოლოგიური ინსტიტუტის ამოქმედებას, თუკი არ იარსებებს კონკრეტული ინსტრუმენტები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციისას. მისი თქმით, "კოლაიდერად" ცნობილი ნაწილაკთა ამაჩქარებლის კომპლექსი, "რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება, იქნება ერთი კონკრეტული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც სამომავლოდ მათემატიკოსებს, ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს, ბიოლოგებს, ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შესაძლებლობას მისცემს, უმნიშვნელოვანესი კვლევები ჩაატარონ".
 
ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნას გულისხმობს. პროექტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, ერთ-ერთია მეცნიერული კვლევის უახლესი მეთოდი - სიმსივნის ადრონული თერაპია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები