ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი BMGTV-ს გადაცემაში "ანალიტიკა" არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობს.
მისი განმარტებით, ის სუბიექტები, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას არ არიან თანაბარ პირობებში, მაშინ როდესაც ადგილობრივი თუ უცხოელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები სწორედ იმას აკვირდებიან, თუ რამდენად თანაბარი პირობები აქვთ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს.
"სამწუხაროდ, ტრადიციად იქცა, რომ სახელისუფლებო პარტია მთლიანადაა ხელისუფლებას შეზრდილი და მის რესურსს სრულად იყენებს. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ისე ადგილობრივ ბიუჯეტს, ადამიანურ რესურსებს და პრინციპში ყველა იმ რესურსს, რაზედაც ხელი მიუწვდება. რაც უკვე არათანაბარი გარემოა.
ფინანსური კუთხით, დიდი რაოდენობით შავ ფულს იყენებს და ის მცირე ნაწილი, რომელიც დეკლარირდება, ისიც კი აღემატება მთელ ოპოზიციაში მიღებული შემოწირულებების რაოდენობას. რაც რესურსების მონოპოლიზირებით იმდენად არათანაბარ გარემოს ქმნის, რომ ძალიან ძნელია მას ებრძოლო. სრულად არის მონოპოლიზებული ნებისმიერი სახელმწიფო უწყება", - განაცხადა ხარატიშვილმა.