1946 წელს დაფუძნებული აკადემიური ბაზითა და თითქმის 8 ათეული წლის ისტორიით, შეიქმნა ის უმყარესი საყრდენი, რომელზეც ქირურგიის ეროვნული ცენტრის სრულიად ახალი რეალობა დაშენდა. 2011 წელს, ავერსი ჯგუფის ინვესტიციით კლინიკამ ტრადიციისა და უმაღლესი ტექნოლოგიების ზუსტი სინერგია შექმნა და 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მულტიპროფილურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა. სივრცედ, სადაც საერთაშორისო დონეზე გადამზადებული პროფესიონალები პაციენტს სრულყოფილ სამედიცინო სერვისს სთავაზობენ. დღეს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ეროვნული ცენტრი უკვე ოთხ ფილიალს აერთიანებს, მთავარ ბაზასა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ თბილისში, ასევე ბათუმის კლინიკასა და მახინჯაურის ამბულატორიას აჭარის რეგიონში. ამ მასშტაბურ ქსელში, სადაც საერთაშორისო დონეზე გადამზადებული პროფესიონალები ერთიანდებიან, ურთულეს დიაგნოზებზე გამარჯვება სულ პირველი ნაბიჯით = ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკით იწყება. Canon-ის ეს ინოვაციური სისტემა რადიაციულ დოზას 85%-ით ამცირებს და ორგანოების სრულ სკანირებას უსწრაფესად - 0.24 წამში, გულის კუნთის ერთი შეკუმშვის ინტერვალში ახდენს. მისი სპექტრული გადაღებასა და ხელოვნური ინტელექტს, როგორც აღნიშნავენ, დიაგნოსტიკა აბსოლუტურად ახალ ეტაპზე აჰყავს. თუმცა სხეულის შიგნით პროცესების დანახვა მხოლოდ ტომოგრაფიით არ შემოიფარგლება. მაშინ, როცა ენდოსკოპიურ კვლევებში დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მსოფლიო ლიდერის, ოლიმპუსის ბოლო თაობის აპარატურა, 135-ჯერ გადიდებული, 4K გამოსახულებით, ექიმს საშუალებას აძლევს, უმცირესი წარმონაქმნიც კი ყველაზე ადრეულ ეტაპზე დააფიქსიროს.დიაგნოსტიკური ევოლუციის უმაღლესი საფეხური კი ბირთვული მედიცინაა. ონკოლოგიური პაციენტებისთვის სამიზნე უჯრედების ზუსტი იდენტიფიცირებისთვის რეგიონში პირველად, სწორედ ქირურგიის ეროვნულ ცენტრმა დანერგა სრულად ციფრული PET/CT ..კვლევა, რომელიც მინიმალური სხივური დატვირთვით რეკორდულ დროში მოქმედებს. აპარატი მეტაბოლურ ცვლილებებს უჯრედებში იმაზე გაცილებთ ადრე აფიქსირებს , ვიდრე იქ სიმსივნური სტრუქტურა ჩამოყალიბდება. როცა დიაგნოზი უკვე ცხადია, საქმეში უმაღლესი პილოტაჟის ქირურგია ერთვება. იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას წამები წყვეტს და იშემიური ინსულტი შეუქცევად პროცესებს იწყებს, კლინიკაში დამონტაჟებული უნიკალური, ორმკლავიანი ანგიოგრაფი, როგორ გვაუწყებენ, სამედიცინო სასწაულს ახდენს. ეს არის სივრცე, სადაც თავის ტვინის სისხლძარღვებიდან თრომბის ამოღება, ყოველგვარი ღია ჩარევის გარეშე სრულდება და პაციენტისთვის ინვალიდობის რისკი სრულად იხსნება. მცირეინვაზიური მიდგომები და პაციენტის უსაფრთხოებაზე მაქსიმალური ფოკუსირება ერთნაირად გასდევს ზოგად და ბარიატრიულ ქირურგიასაც. ურგენტული თუ გეგმიური ოპერაციების წარმატებას აქ ერთი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს , ძლიერი, მულტიდისციპლინური გუნდის უწყვეტი ჯაჭვი ემერჯენსიდან - პოსტოპერაციულ პალატამდე. კლინიკის ეს გუნდური ინტელექტი ყველაზე მძლავრად ონკოლოგიაში იგრძნობა - სფეროში, სადაც მკურნალობის სტრატეგია ლოკალურ ჩარჩოებს სცდება. აქ ურთულესი შემთხვევების მართვა საერთაშორისო ტუმორ-ბორდის ფორმატში მიმდინარეობს, რაც პაციენტს აბსოლუტურად ევროპულ სტანდარტს და უცხოური ექსპერტიზის ფუფუნებას სთავაზობს. დიაგნოსტირებიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე - ამ მასშტაბური სამედიცინო ეკოსისტემის კარი პაციენტებისთვის არასდროს იხურება. ადამიანებზე ზრუნვა, აქ 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა ულტრათანამედროვე აპარატის, საერთაშორისო კონსილიუმისა თუ დანერგილი ინოვაციის მიღმა ერთი მთავარი ფუნდამენტი დგას უპირობო ნდობა, რომელიც სათავეს 1946 წლიდან იღებს. ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ხნის წინ გასცდა სტანდარტული კლინიკის ჩარჩოებს და როგორც გვარწმუნებენ, ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტის ლიგაში პოზიციას არ თმობს. ეს არის სივრცე, სადაც ხელოვნური ინტელექტითა და მსოფლიო კლასის პროფესიონალებით ზურგგამაგრებული გუნდი, დაავადებას გამარჯვების შანსს უბრალოდ არ უტოვებს. სივრცე, სადაც რვა ათწლეულის ისტორია, ხვალინდელ ტექნოლოგიებთან სინერგიაში, ადამიანის სიცოცხლის მძლავრ და ურღვევ ფარად იქცევა.


































