საერთაშორისო ტრეიდინგ ფირმას, Trafigura-ს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო კომისიისთვის 55 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
Trafigura Trading-ს ბრალად ედება: ბაზრის მანიპულაცია, მოსყიდვა და კომერციული საიდუმლოს არაეთიკურად გამოყენება. როგორც გამოძიებიდან ირკვევა, კომპანია განსაკუთრებით აქტიურად მანიპულირებდა ნავთობის ფასით, რაც მას მოგების მიღების საშუალებას აძლევდა.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად კომპანია ბრალდებას არ აღიარებს, თუმცა მზად არის, მორიგდეს, ჯარიმა გადაიხადოს და დავა ასე დაასრულოს, რაც საფინანსო სექტორში გავრცელებული პრაქტიკაა.

























