მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრაგედია "ოცნების ქალაქში" - ვინ არის პასუხისმგებელი?

თბილისში, რიყის დოქების მიმდებარედ 16 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გასული კვირის მიწურულს ქვეყანაში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მერია და მთავრობის წევრები აცხადებდნენ, შემთხვევა არა სამშენებლო სამუშაოების ტერიტორიაზე, არამედ მის მიმდებარედ მოხდა.

თავის მხრივ მომხდარზე განცხადება გაავრცელა პროექტში გამარჯვებულმა კომპანია "ანაგმაც." მათი თქმით, შემთხვევის ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებს მიღმაა და კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ უწარმოებია.

ინფორმაციისთვის, ბათუმთან ახლოს, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ, უკვე მეთორმეტე წელია, მაღალმთიანი აჭარიდან წამოსული ოჯახები არაფორმალურ დასახლებაში ცხოვრობენ. ეკომიგრანტებმა დასახლება თვითნებურად გააშენეს და აქაურობას „ოცნების ქალაქიც“ თავად დაარქვეს. მათი საცხოვრებლის უზრუნველყოფისთვის პირველი ეტაპის ფარგლებში კი, ოფიციალური ინფორმაციით, სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა, სადაც უკვე 582 ოჯახი დაბინავდა.

მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპში სახელმწიფო შესყიდვა შპს "ანაგმა" სულ ცოტა ხნის წინ მოიგო. სწორედ ის ააშენებს 9 მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლს, რომლებშიც 1 077 ოჯახი მიიღებს ბინას. ტენდერის ჯამური ღირებულება 109.6 მლნ ლარია. კომპანიამ 2025 წლის 5 თებერვალს გაფორმებული კონტრაქტი 2028 წლის 6 მარტს უნდა დაასრულოს.

გამორიცხავს თუ არა ეს ფაქტი კომპანიის პასუხისმგებლობას და რა როლი ეკისრება ამ შემთხვევებში ადგილობრივ მთავრობებს?

სტუმარი: უჩა ზაქაშვილი - სამშენებლო სამართლის სპეციალისტი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები