მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი 2-3 მილიონი ემიგრანტის ამერიკიდან დეპორტაციას აანონსებს

58289ad2effe2
BM.GE
13.11.16 20:50
2968
დონალდ ტრამპი 2-3 მილიონი უკანონო ემიგრანტის ქვეყნიდან დეპორტაციას გეგმავს, - როგორც ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა არჩევნების შემდეგ, პირველ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა დეპორტაცია იმ ემიგრანტებს შეეხება, ვინც კლიმინალს ჩაიდენს ან უკვე ჩაიდინა.

"ჩვენ მათ ქვეყნიდან გავუშვებთ, ისინი არალეგალები არიან", - განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, მანამ სანამ აღნიშნული სეგმენტის განსაზღვრა მოხდება, ამერიკა საზღვრის კონტროლს და პოლიტიკას გააძლიერებს.

რაც შეეხება მექსიკის საზღვართან კედლის აშენების საკითხს, რომელსაც ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდში აანონსებდა, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს იქნება "ნაწილობრივ ღობე", ზოგ ადგილას კი კედელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები