მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი აშშ-ის მთავრობას New York Times-ისა და Washington Post-ის გამოწერების გაუქმებისკენ მოუწოდებს

5db2f046d9c42
მიხეილ ხაჩიძე
26.10.19 00:10
928
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფედერალურ მთავრობას ქვეყნის წამყვანი პუბლიკაციების - New York Times-ისა და Washington Post-ის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს. ტრამპის ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებმა ბიუჯეტის სახსრებით ამ პუბლიკაციების გამოწერაზე უარი უნდა თქვან.

”ხელმოწერების გაუქმება ყველა ფედერალურ უწყებაში გამოიწვევს გადასახადის გადამხდელების ხარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას - საუბარია ასობით ათას დოლარზე,” - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სტეფანი გრიშამმა.

დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი მედიის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა. აღნიშნული პუბლიკაციები პრეზიდენტის სამიზნე მათ მიერ ტრამპის მმართველობის შესახებ გამოქვეყნებული ასობით სტატიის გამო გახდა. თეთრი სახლის პრეს-სპიკერი კი ამ მედიების წარმომადგენლებს "ყალბი ნიუსების" გამავრცელებლებს უწოდებს.

ყოველდღიურად ვაშინგტონის Pennsylvania Avenue 1600-ში, ანუ თეთრ სახლში Wall Street Journal, USA Today, The Financial Times და ტრამპის საყვარელი გაზეთი The New York Post მიაქვთ.