აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში მყოფ არალეგალ მიგრანტებს ამერიკის ტერიტორიის დასატოვებლად ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
ტრამპის თქმით, ამოქმედდება "თვით-დეპორტაციის პროგრამა", რომლის ფარგლებშიც არალეგალებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკისგან ფინანსური დახმარება მიიღონ ქვეყნის დატოვებისთვის და ასევე პერსპექტივა, რომ მოგვიანებით აშშ-ში შესვლის უფლებას კვლავ მისცემენ, თუ ისინი ლეგალური გზით შეეცდებიან ამას.
"ჩვენ მათ მივცემთ სტიპენდიას. ვაპირებთ, მათ მივცეთ ცოტა ფული და თვითმფრინავის ბილეთი, შემდეგ კი ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, თუ ენდომებათ უკან დაბრუნება... ვიმუშავებთ მათთან ერთად, რათა უკან დავაბრუნოთ ლეგალურად, რაც შეიძლება მალე", - განაცხადა დონალდ ტრამპმა გადაცემა Fox Noticias'-ში.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა მოგვიანებით თქვა, რომ ტრამპის ამ კომენტარზე დამატებით ვერაფერს იტყვის.
ცნობისთვის, ტრამპმა პირობა დადო, რომ ამერიკაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების რეკორდულ რაოდენობის დეპორტაციას დაიწყებს.