მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი BBC-ის წინააღმდეგ $1 - 5 მილიარდიანი სასამართლო დავით იმუქრება

bbc
BM. GE
17.11.25 22:36
• 793

დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას (BBC) მომდევნო კვირას სასამართლო უჩივლებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იგი $1-დან $5 მილიარდამდე მოითხოვს იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც ტელემაუწყებელმა მას მიაყენა.

საუბარია BBC One-ის ეთერში გასულ დოკუმენტურ ფილმზე, სადაც ტრამპის განცხადებები უკონტექსტოდ, ადგილ-ადგილ ამოიღეს და ერთ წინადადებად გააერთიანეს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში მომხდართან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადეს. ასევე უნდა დავამატოთ, რომ მომხდარის შემდგომ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელმა თანამდებობები დატოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები