"ტრამპი ჩართული იყო საქართველოში ბიზნესპროექტებში, ეს ჩვენ კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს", - ასე შეაფასა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შესაძლო გავლენა საქართველოზე. დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გარკვეული ცვლილებები განვითარდება როგორც აშშ-ში, ისე მსოლფიოში, თუმცა მისი აზრით, საქართველოსთან ურთიერთობა ნამდვილად არ შეიცვლება.
საგანელიძეს განცხადებითვე, ოპტიმიზმის საშუალებას იწვევს, ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი საქართველოში ბიზნესპროექტების განხორციელებით იყო დაინტერესებული.
"ტრამპი, როგორც სერიოზული მსხვილი ბიზნესმენი ჩართული იყო საქართველოში ბიზნესპროექტებში, ეს ჩვენ კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველო ამერიკის ეკონომიკური ურთიერთიბები და ბიზნესპროექტები კიდევ უფრო წინ წავა" - აცხადებს საგანელიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორი "ტრამპ თაუერის" აშენების ფრანჩიზა კომპანია "სილკ როუდ ჯგუფმა" რამდენიმე წლის წინ შეიძინა.
"სილქ როუდ ჯგუფი": ბათუმში TRUMP Tower აშენდება მაშინ, როდესაც ეს კომერციულად გამართლებული იქნება

























