პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო ზარი, რომელიც შედგა ორ ლიდერს შორის, იყო საკმაოდ "ხანგრძლივი და ნაყოფიერი". მისი Twitter-ის პოსტიდან ირკვევა, რომ დისკუსია სამართლიანი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ წინ მიიწევს. Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა უკვე დაავალა საკუთარ კაბინეტს სამუშაო ვერსიის შექმნა. აღსანიშნავია, რომ აზიის საფონდო ბირჟებზე ინდექსები ამ განცხადების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე აქციებმა 4%-იანი ზრდა აჩვენეს, იაპონიაში Nikkei-ინდექსი კი 2.5%-ით გაიზარდა.