დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი Deutsche Bank-ს სასამართლოში უჩივის. შტატების პირველმა პირმა და მისმა შვილებმა ივანკამ და ერიკამ Deutsche Bank-ის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის სასამართლოში უკვე შეიტანეს. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ამ ნაბიჯით ტრამპების ოჯახს, საფინანსო დოკუმენტების კონგრესისთვის გადაცემის შეფერხება სურს.
ცნობილია, რომ ბანკმა კონგრესის ორ კომიტეტს კორპორაცია The Trump Organization-ის შესახებ დუკუმენტები ცოტა ხნის წინ მიაწოდა, რის საფუძველზეც აშშ-ის წარმომადგენლობით პალატას ტრამპის ბიზნეს საქმიანობის შესწავლა შეეძლება. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ თეთრი სახლის მეთაურის ადვოკატებიც. უფლებადამცველების განცხადებით, ეს ქმედება კერძო სფეროში ჩარევაა და ის მოქმედი პრეზიდენტისთვის პოლიტიკური ზიანის მიყენებას ემსახურება.
ტრამპისგან განსხვავებით, დოკუმენტების ნახვას და განხილვას მოითხოვენ დემოკრატები, რომლებსაც სჯერათ, რომ ამ საბუთების საფუძველზე, შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ფედერაციის ჩარევისა და მანიპულირების დამადასტურებელი ფაქტები დამტკიცდებება.
კონგრესში გამოძიება ტრამპის ერთ-ერთი ბიზნესის შესახებ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, სწორედ ამის გამო, ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა Deutsche Bank-სგან დოკუმენტები 2019 წლის მარტში გამოითხოვა.

























