მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ღაზას მმართველ “მშვიდობის საბჭოს” 25 დეკემბრამდე წარადგენს

ტარიფები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას სექტორის მმართველი “მშვიდობის საბჭოს” წევრების წარდგენისთვის ემზადება. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს შტატების ლიდერი შობის დღესასწაულამდე, 25 დეკემბრამდე გააჟღერებს. ოქტომბრის დასაწყისში, ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ღაზას მმართველი საბჭოს ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაწილად გამოცხადდა. მისი წევრების დასახელების შემდეგ, ისრაელი ღაზას მეტ ტერიტორიას დატოვებს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის კი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები ჩადგება.

არსებული ინფორმაციით, მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი თავად დონალდ ტრამპი იქნება, წევრები კი როგორც არაბული სამყაროდან, ასევე დასავლური სახელმწიფოებიდან შეირჩევიან. მათი მოვალეობა ღაზას ადმინისტრირების ჰამასისაგან ეტაპობრივი გადაბარება იქნება. სავარაუდოდ, ინდონეზია, ეგვიპტე, აზერბაიჯანი და თურქეთი იქნებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც მმართველი საბჭოს წევრობის პარალელურად, ბუფერულ ზონაში სამხედრო ძალებს განათავსებენ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, მშვიდობის საბჭოს დასახელებამდე ამერიკელი, ეგვიპტელი, კატარელი და თურქი მომლაპარაკებლები აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ ჰამასის ლიდერებთან, რათა ტერორისტულმა ორგანიზაციამ მართვის სადავეები წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, საკუთარი ნებით დათმოს და ღაზას სექტორი ახალ მმართველ საბჭოს გადააბაროს. როგორც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, თუ ჰამასი ნაბიჯს საკუთარი ნებით არ გადადგამს, ამერიკა და მისი მოკავშირეები ტერორისტულ ორგანიზაციას ტერიტორიის ნაწილს ძალის გამოყენებით დაატოვებინებენ, გამოთავისუფლებულ სივრცეში კი “მმართველი საბჭო ყველაფერს გააკეთებს, რათა პალესტინელებმა დაინახონ განსხვავება ჰამასის მიერ კონტროლირებად ღაზასა და საერთაშორისო ძალისხმევით მართულ ღაზას შორის”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები