მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი: Huawei-მ ამერიკული კომპანიების პროდუქცია შეუძლია ისევ იყიდოს

5d17311f18066
დავით ჯალაღონია
29.06.19 13:34
1480
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულ კომპანიებს ჩინური ტექნო გიგანტის Huawei–სთვის საკუთარი პროდუქციის მიყიდვა ისევ შეეძლებათ. CNN–ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი ტექნიკა Huawei–ს მიყიდონ... რაიმე დიდი, ნაციონალური ხასიათის პრობლემები არ არსებობს", – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში დონალდ ტრამპმა ამერიკულ ფირმებს, იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აუკრძალა, რომლებიც მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ. დასავლური მედიის ცნობით, განკარგულებაში კონკრეტული კომპანია არ იყო მითითებული, თუმცა ჩინური ტექნო გიგანტი Huawei იგულისხმებოდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზანი, ქვეყნის უცხოელი მტრებისგან დაცვაა.

მოგვიანებით, აშშ–მა Huawei–ს სასარგებლოდ სანქციები გადაავადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები