პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას განიხილავს, რაც მოსკოვთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
New York Times-ის ცნობით, რუსი მაღალჩინოსნები ტრამპს ეროვნული საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნისკენ აქტიურად მოუწოდებენ, რადგან ე.წ. "დიზელის გარიგებაში" სწორედ ეს ფონდია ჩართული.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპს ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული და თავად მოვლენების განვითარება სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე იქნება დამოკიდებული.
მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება, რომლის სავარაუდო ადგილად აბუ დაბი განიხილება.
NYT-ის ცნობით, კრემლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ეროვნული ფონდისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაა, რომელიც აშშ-ის მთავრობამ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააწესა.
























