მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრამდე პუტინთან "ძალიან პროდუქტიულ" სატელეფონო ზარზე საუბრობს

ტრამპი პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განაცხადა, რომ დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

„ახლახან კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან“, - ამბობს ტრამპი.

ის დასძენს, რომ ზელენსკისთან შეხვედრა Mar-a-Lago-ს მთავარ სასადილო ოთახში გაიმართება და ჟურნალისტები მოწვეულნი არიან დასასწრებად.

ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლმაც დაადასტურა.

ცნობისთვის, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა თბილისის დროით, 22:00 საათისთვის უნდა დაიწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები