მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს $3 მილიარდის ღირებულების საბრძოლო მასალას მიჰყიდის

რუბიო და ტრამპი

კონგრესის განხილვისთვის გვერდის ავლით, ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელთან $3 მილიარდად შეფასებული სავაჭრო შეთანხმება დადო, რომლის სანაცვლოდაც აშშ ჰამასის წინააღმდეგ ომში ისრაელს უფრო მეტი საბრძოლო მასალით მოამარაგებს.

Associated Press-ის ინფორმაციით, კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში, სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, რომ ხელი მოწერა ისრაელისთვის 35 ათასზე მეტი MK 84-სა და BLU-117 ბომბის, ასევე 4 ათასი ჭურვის მიყიდვის გადაწყვეტილებას. საბრძოლო მასალების ჯამური ღირებულება $2.04 მილიარდია.

სახდეპის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, კონგრესს დეტალური ახსნა-განმარტება წარუდგინა იმის შესახებ, თუ რატომ იყო ისრაელთან სავაჭრო შეთანხმების დადება სასწრაფო და როგორ იცავდა ის ამერიკის ინტერესებს, რის გამოც დეპარტამენტი კონგრესის განხილვას ვერ დაელოდებოდა. მათი თქმით, საბრძოლო მასალის გადაცემა ისრაელისთვის მომდევნო წლიდან დაიწყება.

რუბიომ კიდევ ერთი შეთანხმება საბრძოლო მასალის 2028 წლიდან გადაცემისთვისაც გააფორმა - კონტრაქტის ღირებულება $675.7 მილიონია. ამასთან, ისრაელი აშშ-სგან $295 მილიონი დოლარის ღირებულების D9R და D9T ბულდოზერებს შეიძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები