მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ადმინისტრაცია მწვანე პროექტებისთვის $20-მილიარდიანი დაფინანსების გაუქმებას ცდილობს

ლი ზელდინი

ტრამპის ადმინისტრაცია კლიმატისა და სუფთა ენერგიის პროექტებისთვის $20-მილიარდიანი დაფინანსების გაუქმებას ცდილობს. მწვანე პროექტებისთვის ფონდი თავდაპირველად აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შექმნა, დაფინანსება კი სათბურის აირების ემისიების შემცირებას, ელექტრომობილების დამტენი პუნქტების მოწყობას და სხვა მცირე თუ დიდი მასშტაბის პროექტებს უნდა მოხმარებოდა.

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ამჟამინდელი ადმინისტრატორი, ლი ზელდინი კი აცხადებს, რომ ამერიკელთა გამომუშავებულ გადასახადებს არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისგან უკან დაიბრუნებს. საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელდინი აცხადებს, რომ ფინანსების უპასუხისმგებლოდ განკარგვისა და ულტრამემარცხენე აქტივისტებისთვის გადაცემის დრო დასრულდა.

დაფინანსება ბაიდენის ადმინისტრაციის “ინფლაციის შემცირების აქტის” ფარგლებში შექმნილი ემისიების შემცირების ფონდიდან გაიცემა. ბაიდენს სურდა აშშ-ის, როგორც ქვეყნის, რომელიც ატმოსფეროში ყველაზე მეტ ემისიას აფრქვევს, კონტრიბუცია კლიმატის ცვლილების პროცესში შემცირებულიყო. ინიციატივის ფარგლებში კი $20 მილიარდი სხვადასხვა ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გამოიყოფოდა. თუმცა რესპუბლიკური პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ ამ მიზნით დახარჯული თანხები გამჭვირვალე არ არის და ტყუილად იხარჯება. ვიდეომიმართვაში ზელდინი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში ნულოვანი ტოლერანტობით მიუდგება ნებისმიერი სახის ფლანგვას.

კლიმატის აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ზელდინის მიერ დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივა პოლიტიკური სვლაა და კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსების გაუქმება უკანონობაა. ისინი ამტკიცებენ, რომ ზელდინის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები