მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის ახალი სატარიფო პოლიტიკა ძალაშია

5aa24aceef81a
ლევან თაღიაშვილი
09.03.18 12:49
981
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი ტარიფების დაწესებას ალუმინსა და ფოლადზე ხელი ოფიციალურად მოაწერა. განახლებული პირობები ეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩინეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე დიდი ექსპორტიორები არიან სწორედ ამ ლითონების. პრეზიდენტმა ჯერ-ჯერობით გაათავისუფლა გადასახადებისგან კანადა და მექსიკა და განაცხადა, რომ თუ NAFTA-ს მოლაპარაკებები ჩიხში შევა, ეს ორი ქვეყანაც შეუერთდება სიას. CNN Money-ის ვარაუდით, შეიძლება მალე ოფიციალურად დაიწყოს ე.წ ,,სავაჭრო ომი". ამერიკული ინდუსტრია კი შიშობს, რომ ევროპისგან საპასუხოდ დაწესებული ბარიერები მნიშვნელოვნად დააზარალებს მათ ჯიბეებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა უკვე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ თუ დონალდ ტრამპი ხელს მოაწერდა 25%-იან გადასახადს ფოლადსა და 10%-იან ტარიფს ალუმინზე, ის საპასუხო რეგულაციით, კერძოდ ამერიკულ პროდუქტზე 25%- იანი ტარიფით უპასუხებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები