მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის გამარჯვებას ბირჟებზე ნავთობის გაიაფება მოჰყვა - რა მოლოდინებია საქართველოში?

დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ნავთობის ფასი დაეცა. საერთაშორისო ბირჟებზე ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 1.26%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ორ სცენარზე აკეთებენ აქცენტს - არის მოსაზრება, რომ ნავთობის გლობალური მიწოდება შეიძლება შეფერხდეს თუ ტრამპის ადმინისტრაცია ირანიდან ნავთობის მიწოდებაზე სანქციებს გაამკაცრებს. თუმცა ამავე დროს შესაძლოა ტრამპმა ჩინეთის ეკონომიკაზე ზეწოლა გაზარდოს, რასაც ნავთობის უმსხვილესი მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირება მოჰყვება. ამასთან, ტრამპი ფსონს უფრო წიაღისეულ საწვავზე დებს, ვიდრე მწვანე ენერგიის განვითარებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები