მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის გამარჯვების მიუხედავად, რუსული საფონდო ბირჟა არ იზრდება

moex

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების მიუხედავად, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რჩეულ კანდიდატად ითვლებოდა, რუსეთის საფონდო ბირჟა მაინც არ იზრდება.

ანალიტიკოსების პროგნოზის საპირისპიროდ, მოსკოვის საფონდო ინდექსი თითქმის უცვლელია და 6-თვიან პერიოდში ის 30%-იან კლებას აფიქსირებს.

ინვესტორთა და ტრეიდერთა ნაწილი ელოდა, რომ ტრამპის გამარჯვება MOEX-ის ინდექსს ზრდის სტიმულს მისცემდა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა, რადგან, როგორც ჩანს, ბაზარმა ტრამპის გამარჯვება პოზიტიურ ფაქტორად არ მიიღო.

ცხადია, იმავეს ვერ ვიტყვით აშშ-ის საფონდო ბირჟაზე, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ახალ რეკორდულ ნიშნულს აღწევს, რაც სწორედ ტრამპის ეფექტით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები