მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის გაპრეზიდენტებამ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს 41 მილიარდი დოლარი დააკარგვინა

582444fbea25e
BM.GE
10.11.16 13:58
1375
Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის ახალ პრეზიდენტად მილიარდერი დონალდ ტრამპის არჩევამ მსოფლიოს მილიარდერებს 41 მილიარდი დოლარი დააკარგვინა. ყველაზე მეტი 5,1 მილიარდი დოლარი დაკარგა მექსიკელმა კარლოს სლიმმა. მისი ქონების კლება მექსიკური პესოს გაუფასურების შედეგია. სლიმის ქონება 9.2%-ით შემცირდა. 9.3 მილიარდო დოლარი დაკარგეს ამერიკელმა მილიარდერებმა. გამოცემის ინფორმაციით, ნიუ-იორკის ბირჟაზე Standard & Poor’s 500-ის ინდექსი 1,1 პროცენტით შემცირდა. 10-მა მექსიკელმა მილიარდერმა ჯამში 6,5 მილიარდი დოლარი დაკარგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები