აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მანამდე ინფორმაცია ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" გიორგი ისაკაძემ გაავრცელა.
"როგორც იცით, საქართველოს ბანკის ჯგუფი რომელიც მათ შორის მოიცავს სომხეთში უმსხვილეს ბანკს - ამერიაბანკს, არის დასავლური კაპიტალით დაფინანსებული.
უმსხვილესი ინვესტორები არიან Blackrock, JPMorgan, Fidelity და ასე შემდეგ. პირველ ორს, 5%ზე მეტი წილი აქვს თითოს ჩვენს ჰოლდინგში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფია. ვიმყოფები ვაშინგტონში რომ დავესწრო დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე ღონისძიებას. აქ ვიმყოფები ბიზნეს წრეების მოწვევით.
ამერიკა კაპიტალის და ინოვაციების ყველა დიდი წყაროა მსოფლიოში!" - წერს გაჩეჩილაძე.
ცნობისთვის, ინაუგურაცია ცივი ამინდის გამო კაპიტოლიუმის, აშშ-ს კონგრესის შენობის, როტონდაში ჩატარდება. მას საქართველოდან მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის მამუკა ხაზარაძე, გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილი და გიორგი ვაშაძე დაესწრებიან.




























