მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტრამპის მარშრუტის“ განხორციელების პრაქტიკული ეტაპი 2026 წელს დაიწყება - სომხური მედია

ტრამპი

პროექტ „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განხორციელების პრაქტიკული ეტაპი, სამშენებლო სამუშაოების დაწყების ჩათვლით, 2026 წლისთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ „Sputnik-ის სომხურ რედაქციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილობითი კითხვების საპასუხოდ აცნობეს.

დიპლომატიურ უწყებაში აზუსტებენ, რომ პროექტ „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ სამართლებრივი ბაზისა და რეგულირების მექანიზმების ფორმირებაზე, სომხეთი ამერიკელ პარტნიორებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო — TRIPP Company — სომხეთში დარეგისტრირდება და საჭირო ინფრასტრუქტურის - რკინიგზისა და საავტომობილო გზების, ნავთობისა და გაზის მილსადენების, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის ხაზების ჩათვლით, განვითარების უფლებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იგივე ვადები სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც დაასახელა.

8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირება იყო. ეს იგივეა, რასაც აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებენ, რაც რეალურად არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან. თავის მხრივ ამერიკას "ტრამპის მარშრუტზე" კონტროლი 100 წლით უნდა. აღსანიშნავია, რომ "ტრამპის მარშრუტი" მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას რკინიგზას, საავტომობილო გზას და ენერგომილსადენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები