მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის მიერ კანადისა და მექსიკისთვის დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში დღეს შევა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები ძალაში 4 მარტს შევა. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ჩიპების მწარმოებელი ტაივანური გიგანტისგან აშშ-ში 100 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დააანონსა.

მისი თქმით, ამ ორ ქვეყანასთან, ტარიფების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებებისთვის „ადგილი აღარ დარჩა“.

„ადგილი აღარ დარჩა მექსიკისთვის, ან კანადისთვის. მოგეხსენებათ, ყველაფერი დადგენილია. ისინი ძალაში ხვალ შევა. 25 პროცენტიანი ტარიფი კანადისთვის და 25 პროცენტიანი - მექსიკისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს.

„დავადგინე, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ არ გადადგა ადეკვატური ნაბიჯები უკანონო ნარკო კრიზისის შესამსუბუქებლად და რომ 14195 აღმასრულებელი ბრძანებით აღწერილი კრიზისი არ შემცირებულა“, - აღნიშნულია ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები