მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის სატარიფო ომმა ავტოინდუსტრიას $12 მილიარდის ზარალი მოუტანა

ტარიფები
BM. GE
11.08.25 22:31
228

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო ომმა მსოფლიოს უმსხვილეს ავტომწარმოებლებს $12 მილიარდის ზარალი მოუტანა.

ამ მასშტაბის დარტყმა კომპანიებს პანდემიის პერიოდის შემდეგ არ მიუღიათ. ტრამპის პოლიტიკით ყველაზე მეტად იაპონურმა Toyota-მ და ამერიკულმა General Motors-მა იზარალეს. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზგასასმელია Toyota-ს შემთხვევა, რადგან კომპანიამ ფისკალური წლის საოპერაციო მოგების პროგნოზი $9.5 მილიარდით შეამცირა.

არნახული სავაჭრო ომისა და შესაბამისად გაზრდილი ფასების ფონზე, კომპანიები ადაპტირების ერთ-ერთ ყველაზე სწორ მეთოდეს - ამერიკაში წარმოების გადატანასა და გაზრდას მიმართავენ.

მაგალითისთვის, General Motors-მა $4 მილიარდის მექსიკაში ინვესტირების გეგმა უკან გაიწვია და თანხების მთლიანად ამერიკაში დაბანდება გადაწყვიტა. იაპონურმა Nissan-მა და Honda-მ კი ავტომობილების ადგილობრივად წარმოების ზრდაზე დაიწყეს მუშაობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები