მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის ტარიფების გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს, გლობალური სამხრეთის დაახლოება ჩინეთთან და რუსეთთან - სამყურაშვილი

სამყურაშვილი

ტარიფები აისახება ინფლაციის ზრდაში, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას ან შეანელებს მისი შემცირების ტემპს - ამის შესახებ დამოუკიდებელი კონსულტანტი კახა სამყურაშვილი წერს.

სამყურაშვილი ამბობს, რომ თუ ეკონომიკური შედეგები მეტ ნაკლებად ცალსახაა, სტრატეგიული ეფექტები ბუნდოვანია. ტრამპის ძალის პოლიტიკა მიზნად ისახავს გაურკვევლობის დათესვის გზით დათმობების მიღებას მოკავშირეებისა და მტრებისგან, რათა ამერიკამ დაიბრუნოს უპირობო ლიდერის პოზიცია. თუმცა, ტრამპის ძალის პოლიტიკის გვერდითი ეფექტი შეიძლება საპირისპირო აღმოჩნდეს - გლობალური სამხრეთის დაახლოება ჩინეთთან და რუსეთთან, რომლებისგანაც უფრო და უფრო ხშირად იღებენ ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო დახმარებას.

სამყურაშვილი წერს, რომ 1 თებერვალს, დონალდ ტრამპმა დააანონსა ტარიფების პირველი ტალღა: 25%-იანი ტარიფი კანადიდან/მექსიკიდან და 10%-იანი ტარიფი ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე.

3 თებერვალს, ჯასტინ ტრუდოსთან და კლაუდია შეინბაუმთან საუბრის შემდეგ, ტარიფების ამოქმედება 30 დღით გადაიდო. 4 თებერვალს, ჩინეთმა საპასუხო სანქციები დააწესა. თუმცა ეს ძირითადად სიმბოლური აქტი იყო, რადგან მასშტაბი პროდუქციისა, რომელიც ტარიფის პოლიტიკაში მოყვება, ლიმიტირებულია.

9 თებერვალს, დონალდ ტრამპმა დააანონსა 25%-იანი ტარიფები ფოლადის და ალუმინის პროდუქციის იმპორტზე, ნებისმიერი ქვეყნისთვის. 9 თებერვალს, დონალდ ტრამპმა დააანონსა სარკისებური ტარიფებიც, რაც გულისხმობს იდენტურ პასუხს ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან დაწესებულ ტარიფზე. ტრამპის ასევე დაიმუქრა, რომ სიაში შემდეგი ევროკავშირია, რომელიც ავიწროებს ამერიკულ ტექ გიგანტებს თავისი რეგულაციებით.

ტარიფების დაწესების ოფიციალურ მიზეზად, აშშ-ის პრეზიდენტი კანადიდან/მექსიკიდან მიგრანტების და ნარკოტიკების (ფენტალინის) უკონტროლო შემოდინებას ასახელებს. თუმცა, ტარიფების მასშტაბი ამბობს, რომ ეს არის მთელი ძალით მოქნეული მუშტი უახლოესი პარტნიორებისადმი და მხოლოდ მაჯაზე წარტყმა ავტოკრატიული რეჟიმისთვის, რომელიც ამერიკის დომინაციის მთავარი საფრთხეა.

"ტრამპის სატარიფო პოლიტიკით დაზარალებულ ქვეყნებს, შეიძლება პირიქით ბიძგი მიეცეს დივერსიფიკაციისთვის და რევიზიონისტ (ჩინეთი, რუსეთი) ძალებთან დასაახლოებლად. ამერიკის კონკურენტები ხშირად საუბრობენ მულტიპოლარულ სამყაროზე, სადაც ძალაუფლების რამდენიმე ცენტრია და ამერიკა აღარ არის ერთადერთი ჰეგემონი. გლობალური სამხრეთი - პოსტკოლონიური ქვეყნების ფართო ჯგუფი აზიიდან, აფრიკიდან, ლათინური ამერიკიდან - უფრო და უფრო მეტად ცდილობს სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციას ერთმანეთთან და რევიზიონისტ ძალებთან დაახლოებით", - წერს სამყურაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები